ოპოზიციონერი დეპუტატები პრეზიდენტს მიმართავენ, მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სხდომა 11 აპრილს არ მოიწვიოს

10 აპრილი 2023, 20:21 666 ნახვა

დღეს მეორედ მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, სამწუხაროდ, დღეს ჩვენ მიერ გაგზავნილი მიმართვის შემდეგ, რომელიც ეხებოდა, ხვალ, 11 აპრილს რიგგარეშე სესიის მოწვევას, მოულოდნელად, ორმა დეპუტატმა დაუგეგმავად დატოვა საქართველო. ამიტომ, ხვალ ოპოზიციას არ ჰყოფნის ხმები, რომ მიიღოს გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისი თქმით, სხდომა მაშინ უნდა გაიმართოს, როდესაც ოპოზიცია სრულად იქნება პარლამენტში.

როგორც კორძაიამ დააზუსტა, საუბარია ლევან ხაბეიშვილსა და ანა წითლიძეზე.

„იმისთვის, რომ აღმოვფხვრათ ზედმეტი ინტერპრეტაციები, ამ თხოვნის მიზანი პრეზიდენტისადმი არის ის, რომ საქართველოს პარლამენტში მყოფი ოპოზიცია შეთანხმებულია საგამოძიებო კომისიის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და ამიტომ, გვსურს, რომ კენჭისყრა ჩატარდეს სწორედ მაშინ, როცა ოპოზიცია სრულად იქნება პარლამენტში წარმოდგენილი. ბოდიშს ვუხდით პრეზიდენტს, რომ ეს დაუგეგმავი ვითარება შეიქმნა. მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, ხვალინდელი სხდომა არ მოიწვიოს“, – განაცხადა კორძაიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი