შალვა პაპუაშვილის შეხვედრა ღასან ღალილთან

10 აპრილი 2023, 17:55 661 ნახვა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან ხასან ხალილთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა ხასან ხალილსა და მის გუნდს საქართველოს მხარდაჭერისა და ბავშვთა უფლებათა საკითხებზე გაწეული საქმიანობისთვის.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში