საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებს ირის ანტმანი უხელმძღვანელებს

10 აპრილი 2023, 17:29 886 ნახვა

საქართველოს ქალთა ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ეროვნულ გუნდს ირის ანტმანი უხელმძღვანელებს. ის საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2024 წლის ბოლომდე იმუშავებს.

"მჯერა, რომ შრომით, თავდადებით და დისციპლინით ჩვენ ისეთ გუნდს შევქმნით, რომლითაც მთელი ერი იამაყებს", - აცხადებს ანტმანი.

47 წლის სპეციალისტს 13-წლიანი სამწვრთნელო კარიერა აქვს. ანტმანი ხუთი წლის განმავლობაში ისრაელის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, აგრეთვე ხელმძღვანელობდა ისრაელის 17 და 19 წლამდე გოგონათა ნაკრებებს. ​

ანტმანი ისრაელის ახალგაზრდულ საფეხბურთო აკადემიაში 7 წლის განმავლობაში გოგონათა ასაკობრივი გუნდების ხელმძღვანელი იყო. საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ისრაელის ნაკრებში მეკარის პოზიციაზე 13 წელი თამაშობდა და კაპიტანიც იყო.

2 მაისს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ერთა ლიგის 2023-2024 წლის გათამაშების წილისყრა შედგება. საქართველოს ნაკრები C ლიგაში იასპარეზებს. მატჩები 20 სექტემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი