მარსელში ორი საცხოვრებელი კორპუსის ჩამოგრევის შედეგად ნანგრევებში 10 ადამიანია მოყოლილი. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ნგრევამ გამოიწვია ხანძარი, რამაც გაართულა სამაშველო სამუშაოები. ვარაუდობენ, რომ ნანგრევების ქვეშ 4-დან 10-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
ხუთი ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში სერიოზული დაზიანებებით, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აფეთქების შედეგად მესამე სახლი ნაწილობრივ ჩამოინგრა. მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა 30-მდე შენობიდან.