წინასააღდგომო კონტროლი სურსათზე

08 აპრილი 2023, 11:59 590 ნახვა

აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამომხმარებლო ბაზრის კონტროლი გაააქტიურა.

სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები საბითუმო, მსხვილ და მცირე სავაჭრო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ხორცისა და კვერცხის სარეალიზაციო ობიექტების, ასევე საკონდიტროების კონტროლზე.

მოწმდება კვერცხის ვარგისიანობის ვადა, ეტიკეტირება და რეალიზაციის პირობები, ხოლო საკონდიტრო საცხობებსა და ხორცის სარეალიზაციო ობიექტებში წარმოების პროცესი, სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა და მიკვლევადობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი