შეჯიბრება ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში

07 აპრილი 2023, 10:53 510 ნახვა

ხულოში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში უმცროს ასაკთა შორის პირველობა გაიმართა. ადგილობრივ ტურნირში ხულოს სასპორტო სკოლის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. მუნიციპალიტეტის პირველობაში  საპრიზო ადგილზე გასული  მოჭიდავეები მედლებით, თასებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

გამარჯვებულები  მონაწილეობას მიიღებენ  საქართველოს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ტურნირებში. სპორტულ ღონისძიებაში 70-მდე დამწყები სპორტსმენი მონაწილეობდა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში