სანქცირებულია ოთხი მოსამართლე

06 აპრილი 2023, 20:01 647 ნახვა

ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში პირველი და უპრეცენდენტო გადაწყვეტილება.ამერიკამ 4 მოსამართლე დაასანქცირა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს სხდომა მიმდინარეობდა, რის შემდეგაც  საბჭოს წევრმა მოსამართლეებმა შეფასებები გააკეთეს.ლევან მურუსიძე აცხადებს,რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამ გადაწყვეტილებაზე შესაძლოა არ შეჩერდეს და არც იმას გამორიცხავს, რომ სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი კი მიმართავს პრემიერ- მინისტრს უმოკლეს ვადებში დააორგანიზოს მოსამართლეებთან შეხვედრა.გვრიტიშვილი ასევე ამბობს,რომ კულუარულ ზეწოლაზე ინფორმაციას პრემიერ -მინისტრს მიაწვდიან. დასანქცირებული მოსამართლეები - ვნახოთ სიმონ შანავას რეპორტაჟი.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში