ევროკავშირში მოლდოვას დაჩქარებული გაწევრიანება შესაძლებელია-მორავიეცკი

06 აპრილი 2023, 19:58 648 ნახვა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მოლდოვის ევროკავშირში დაჩქარებული წესით  გაწევრიანება შესაძლებელია, რადგან არის საფრთხე იმისა, რომ კიშინიოვი  შესაძლოა მეზობელი უკრაინაში კონფლიქტში ჩაითრიონ.მოლდოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი 2022 წელს უკრაინასთან ერთად გახდა.ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელშიც 2,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ესაზღვრება უკრაინას და დნესტრისპირეთის პრორუსულ სეპარატისტულ რეგიონში რუსი სამშვიდობოები ჰყავს განლაგებული."მე მჯერა, რომ დაჩქარებული გზა შესაძლებელია", - თქვა მატეუშ მორავიეცკიმ კიშინიოვში ვიზიტის დროს. მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა დორინ რესიანმა მადლობა გადაუხადა მორავიეცკის  მხარდაჭერისთვის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი