ბრაზილიის პრეზიდენტმა საბავშვო ბაღში მომხდარ თავდასხმას საშინელება უწოდა და მთავრობის წევრებთან და გუბერნატორებთან შეხვედრისას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო მსხვერპლთა ხსოვნას. ნაჯახით შეიარაღებული მამაკაცი სანტა კატარინას შტატის ქალაქ ბლუმენაუში საბავშვო ბაღში შეიჭრა და ნაჯახით ოთხი ბავშვი მოკლა.
პოლიციის განცხადებით, დაშავებულია კიდევ ხუთი მცირეწლოვანი. 25 წლის თავდამსხმელი პოლიციას ჩაბარდა.
ეს თავდასხმა მოხდა დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, რაც 13 წლის მოსწავლემ სან პაულოს სკოლაში მასწავლებელი დანით მოკლა და ხუთი მოსწავლე დაჭრა.