ქართველებმა NBA-ში მორიგი შედეგიანი მატჩები ჩაატარეს

05 აპრილი 2023, 10:36 685 ნახვა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრებმა გოგა ბითაძემ და სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ში მორიგი შედეგიანი მატჩები ჩაატარეს. ბითაძის "ორლანდო მეჯიქი“ "კლივლენდ კავალიერს'' დაუპირისპირდა და 113:117 დამარცხდა. გოგამ მოედანზე 16 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა, 6 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა.

სანდროს ''სან ანტონიო'' კი სტუმრად დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ ''ფინიქსს'' შეხვდა და 94:115 წააგო. მამუკელაშვილმა პარკეტზე 28:30 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულა, 8 მოხსნა და 2 გადაცემა დააგროვა.

მომდევნო შეხვედრაში გოგას „ორლანდო მეჯიქი“ ''კლივლენდის'' წინააღმდეგ ითამაშებს, ხოლო სანდროს ''სან ანტონიო'' ''პორტლენდს'' საკუთარ არენაზე უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში