პარლამენტმა “ქართული ოცნების“ ხუთი ახალი დეპუტატის უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირა

04 აპრილი 2023, 16:41 751 ნახვა

ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ ხუთი ახალი დეპუტატი ჰყავს. პარლამენტმა გიორგი ჩაკვეტაძის, თენგიზ შარმანაშვილის, მერაბ ქვარაიას, სალომე ქურასბედიანისა და ირაკლი კირცხალიას სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო.

ისინი პარლამენტიდან წასული, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხუთი დეპუტატის, გიორგი ამილახვარის, ირაკლი კოვზანაძის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ნინო იობაშვილის და გიორგი ხელაშვილის ადგილმონაცვლეები არიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი