ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინი ჩირუხის მთაზე მოეწყობა. ზიპლაინი "არწივის ბუდის" დიზაინით აშენდება და პანორამული ხედი ხეობაზე ექნება.
ზედა სადგური ზღვის დონიდან 2496 მეტრ სიმაღლეზე განთავსდება, ხოლო ქვედა სადგურში ტურისტულ-ვიზიტორთა ცენტრი განთავსდება.
პროექტის ღირებულება 9 მილიონ 512 ათას ლარზე მეტია. ტენდერი უკვე გამოცხადდა.