გუშინ იყო კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილთან შესული, გამიჭირდება ვისაუბრო რამდენ დღეში მოამზადებენ დასკვნას - ლევან იოსელიანი

03 აპრილი 2023, 13:11 605 ნახვა

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ამ ეტაპზე უცნობია, თუ როდის მოამზადებენ ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრები ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნას.

როგორც იოსელიანმა განაცხადა, როცა დასკვნა მომზადდება, ის საჯარო იქნება.

ლევან იოსელიანის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კონსილიუმი ისაუბრებს.

„როგორც იცით, გუშინ კონსილიუმი იყო შესული, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. გამიჭირდება ვისაუბრო რამდენ დღეში მოამზადებენ ისინი დასკვნას, მაგრამ როგორც კი ეს დასკვნა მომზადდება, ყველასთვის საჯარო იქნება. ჩვენ კონსილიუმს ვადას ვერ დავუდგენთ, მათ გარკვეული პერიოდი სჭირდებათ...

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მე ვერაფერს ვისაუბრებ, მას თითქმის ერთი საათის განმავლობაში ვესაუბრე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრებს კონსილიუმი, რომელმაც გუშინ მოინახულა",-განაცხადა იოსელიანმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი