თბილისში მყოფი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფებოდა.
აქცია მთავრობის კანცელარიასთან გაიმართა, დაკავებულის მეგობრები, ოჯახის წევრები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები ლაზარეს გათავისუფლებას ითხოვდნენ.
ლაზარე გრიგორიადისი 7-9 მარტის აქციების დროს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებითაა დაკავებული.