აჭარაში დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაძლიერების მიზნით, ახალი სერვისის დანერგვა იგეგმება.საპილოტე პროგრამის ფარგლებში შეიქმნება ორსულთა და 5 წლამდე ბავშვთა მეთვალყურეობის სტრატეგია.
ორსულებისთვის და ახალბედა მშობლებისთვის მომზადდება სპეციალური სახელმძღვანელო, რომელიც დედათა და ბავშვთა უწყვეტი მოვლის ხარისხის გაუმჯობესებას და მშობელთა ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
პროგრამა ჯანდაცვის სამინისტროსა და იაპონიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან ერთად ხორციელდება.