მოხალისეთა კლუბი შუახევში

02 აპრილი 2023, 10:51 932 ნახვა

შუახევში ახალგაზრდული მოხალისეთა კლუბი ჩამოყალიბდა. ახალგაზრდები თვითმმართველობაში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაში ჩაერთვებიან, ასევე თავად დაგეგმავენ და განახორციელებენ აქტივობებს.

კლუბის წევრები სამოტივაციო წერილის საფუძველზე შეარჩია მერიის ახალგაზრდულმა განყოფილებამ.

მოხალისეებს პირველ შეხვედრაზე  ინფორმაცია მიეწოდათ მოხალისეობრივ საქმიანობის შესახებ.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში