შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში 4 პირი დააკავა, 1 პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
უწყების ცნობით, 3 პირს მეტსახელად „ხავთასა“, „ლეკვი“ და „მოლა“ ბრალად ედებათ ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა, ხოლო ერთი - მეტსახელად „ხონსკი“ "კანონიერი ქურდობისთვის" მიმართვის ბრალდებითაა დაკავებული.
რაც შეეხება კიდევ ერთ დაკავებულს მეტსახელად „ჯეირანა“, ვინაიდან იგი საზღვარგარეთ იმყოფება, მას "კანონიერი ქურდობის" ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულები 6-15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.