სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ლაზარე გრიგორიადისი მოინახულა
"სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ახლახანს მოინახულა ლაზარე გრიგორიადისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ესაუბრა მას როგორც მისი დაკავების, ისე დაწესებულებაში განთავსების პირობებზე.
სახალხო დამცველის აპარატი, საქმის მიმდინარეობის პროცესში, ზედამხედველობას გაუწევს, როგორც მისი საპროცესო უფლებების დაცვის, ისე სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის საკითხს" - წერს იოსელიანი.