ქობულეთის საკრებულოს სხდომა 

31 მარტი 2023, 14:13 861 ნახვა

ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე 2022 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინეს, საკითხი მერის მოადგილემ წარადგინა. 4-თვიანი ბოიკოტის შემდეგ საკრებულოს სხდომას ნაციონალური მოძრაობის წევრები დაესწრნენ. მათ ხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდათ უმრავლესობასთან.

მაგალითად, გარკვეულ სოფლებში მუნიციპალური ტრანსპორტის დამატების საკითხი, რამდენიმე სოფელში წყლის მიწოდების და ქალაქში მიუსაფარი ცხოველების პრობლემები.

ქობულეთის მერის მოადგილე აცხადებს, რომ ოპონენტების მიერ დასახელებულ ყველა საკითხზე მუშაობენ, გამოცხადებულია ელექტრონული ტენდერი მიუსაფარი ცხოველების საკითხთან დაკავშირებით, წყლის პრობლემაზე კი ახალი პროექტი განხორცილდება. სხდომაზე მოისმინეს ასევე  მერიის  აიპების და შპს-ების ანგარიში.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი