პარლამენტის შენობაში დღეს დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს

31 მარტი 2023, 09:57 1476 ნახვა

საქართველოს პარლამენტი საკანონმდებლო ორგანოს შენობაში უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დღეს, პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სესიისა და პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიური მოხსენების გამო, პარლამენტის შენობაში მოქალაქეებისთვის დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს.

"31 მარტს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია, საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში