ფარული მოსმენები

09 თებერვალი 2017, 00:00 1455 ნახვა

ე.წ. “ფარულ მოსმენებზე” წვდომის გასაღები სამ უწყებას ექნება და ხუთი სახელმწიფო ორგანო გააკონტორლებს. ცვლილებები მმართველი გუნდის მიერ არის ინიცირებული, კანონპროექტს ეწინააღმდეგება საპარლამენტო ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი. პარლამენეტი საკითხზე მსჯელობას სასესიო ფორმატში მიმდინარე კვირას დაიწყებს. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” შეფასებით, მოდელი, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო განიხილავს, არის რუსულის ანალოგი, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში კონვენციის საწინააღმდეგოდ მიიჩნია. კანონპროექტთან დაკავშირებით, დღეს შეხვედრები გაიმართა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი