ლატვიაში ნატოს წვრთნები მიმდინარეობს

30 მარტი 2023, 10:09 542 ნახვა

ლატვიაში ადაზის პოლიგონზე ნატოს სამხედრო წვრთნები - „ბროლის ისარი“ მიმდინარეობს. იგი  20 მარტს დაიწყო და  31 მარტამდე  გაგრძელდება.

წვრთნებში ათი ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები  მონაწილეობენ. სამხედრო მანევრები  მიზნად ისახავს ნატოს ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებას.

წვრთნაში აშშ-ის ჯარი ცხრა ქვეყანასთან: ალბანეთთან, ჩეხეთთან, იტალიასთან, მონტენეგროსთან, პოლონეთთან, სლოვაკეთთან, ესპანეთსა და სლოვენიასთან ერთად მონაწილეობს, რომლებიც  კანადის მეთაურობით  მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი