გოგა ბითაძემ ახალ გუნდში ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა. ორლანდო მეჯიქის 23 წლის ქართველმა ცენტრმა მემფისში გამართულ შეხვედრაში 13 ქულა მიითვალა, რაც მისი საუკეთესო მაჩვენებელია მეჯიქის მაისურით.გოგა თამაშში სათადარიგოთა სკამიდან, დიდი შესვენების შემდეგ ჩაერთო და მოედანზე 13 წუთი გაატარა. ქართველმა კალათბურთელმა 13 ქულასთან ერთად, 6 მოხსნა, 3 დაფარება, თითო პასი და ჩაჭრა მიითვალა. გრიზლისთან წაგებით ორლანდომ სამმატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა. ორლანდო მეჯიქს 32 მოგება და 44 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა. მეჯიქი მომდევნო შეხვედრას 1 აპრილს სტუმრად ვაშინგტონ უიზარდსთან გამართავს.