საქართველოს ნაკრებმა ნორვეგიასთან ფრედ 1-1 ითამაშა

28 მარტი 2023, 22:09 809 ნახვა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი შეხვედრა ბათუმში ნორვეგიის ნაკრებთან ფრედ 1-1 ითამაშა.

მატჩი დაძაბული გამოვიდა. ანგარიში მე-15 წუთზე სორლოტმა გახსნა და სტუმრები წინ გავიდნენ.

61-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ ანგარიში გაათანაბრა და მატჩის საბოლოო ანგარიში 1-1 დააფიქსირა.

ამ დროისთვის ჯგუფში ოროვე ნაკრებს 1 ქულა აქვს, თუმცა ნორვეგიამ 2 თამაში ჩაატარა. მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 17 ივნისს გასვლაზე კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი