სანდრო ბაზაძემ მსოფლიო რეიტინგში ლიდერობა განიმტკიცა

28 მარტი 2023, 14:54 707 ნახვა

ქართველმა მოფარიკავემ სანდრო ბაზაძე ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის (FIE) რეიტინგში ლიდერობა გაიმყარა.

სანდრო ხმლით მოფარიკავეთა რეიტინგში აქამდე უნგრელ აარონ სილაგს 17 ქულით უსწრებდა, ახლა კი სხვაობა 23 ქულმდე გაიზარდა და ბაზაძეს 253 ქულა აქვს.

29 წლის ბაზაძემ რამდენიმე დღის წინ ბუდაპეშტის მსოფლიოს თასზე ვერცხლის მედალი მოიგო. სანდრომ ზედიზედ 9 პრესტიჟულ ტურნირზე მოახერხა საპრიზო სამეულში შესვლა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი