რუსეთი სომხეთს ურთიერთობების გადახედვით ემუქრება

28 მარტი 2023, 14:09 542 ნახვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთს აფრთხილებს და ორმხრივი ურთიერთობების სერიოზული გაუარესებით  ემუქრება, თუკი ოფიციალური ერევანი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს  რომის წესდებას შეუერთდება.  

24 მარტს სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლო ამ დოკუმენტის პარლამენტში რატიფიცირებას დაეთანხმა, რომელიც  სამი თვის ვადაში უნდა მოხდეს. 

17 მარტს ჰააგის სასამართლომ უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციაში მონაწილეობის გამო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა უფლებების საკითხებში რუსეთის კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი