აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 145-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა ქობულეთში. თარიღთან დაკავშირებით ციხისძირში მემორიალურ დაფასთან ღონისძება გაიმართა.
შეკრებილებმა ყვავილებით შეამკეს მემორიალი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ბრძოლაში დაღუპულებს. ქობულეთის მუზეუმში კონფერენციაც გაიმართა.
ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, სამომავლოდ ციხისძირში, აბაშიძის ქუჩაზე, იქ სადაც ისტორიულად ბრძოლა იყო, მემორიალი მოეწყობა და სკვერი გაკეთდება. განთავსდება საინფორმაციო დაფაც.