აკვაკულტურის გამოწვევა და რეგულაცია

25 მარტი 2023, 20:05 1263 ნახვა

„აკვაკულტურა - ახალი შესაძლებლობების სივრცე“ - პორექტის ფარგლებში სოფელ კოხში, ერთერთ საკალმახე მეურნეობაში გასტრონომიური მასტერკლასი მოეწყო, სადაც თევზის სხვადსხავ სახის კერძები იყო წარმოდგენილი. 

პარალელურად, სპეციალისტებმა ქვეყნის ეკონომიკურ და ტურისტულ ინდუსტრიაში აკვაკულტურის როლზე და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

გასტრონომიური მასტერკლასი „მწვანე სექტორის“, საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით დაიგეგმა, რომლის მიზანია საქართველოში აკვაკულტურის სექტორის განვითარების ხელშწყობა და მისი სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგური შესაძლებლობების წარმოჩენაა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში