თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ანალენა ბერბოკის გაცილების ოფიციალური ცერემონია გაიმართა

24 მარტი 2023, 22:56 1171 ნახვა

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის, ანალენა ბერბოკის გაცილების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. გერმანელი დიპლომატი მისმა ქართველმა კოლეგამ,ილია დარჩიაშვილმა გააცილა.

საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ანალენა ბერბოკს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ილია დარჩიაშვილმა უმასპინძლა. გერმანელმა დიპლომატმა შეხვედრა ასევე გამართა მთავრობის მეთაურთან, ირაკლი ღარიბაშვილთან. ანალენა ბერბოკი ასევე მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

ანალენა ბერბოკი ასევე ეწვია საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელს და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გერმანიის პირველმა დიპლომატმა პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს.

აღსანიშნავია, რომ ეს იყო გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ანალენა ბერბოკის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი