კოლხიდა 2017

09 თებერვალი 2017, 00:00 2514 ნახვა

კრიზისის რეაგირებაზე ორიენტირებული სამეთაურო-საშტაბო უწყებათშორისი სწავლება „კოლხიდა 2017“ აქტიურ ფაზაშია. საქართველოს თავდაცვის მინისტრის და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის  მოადგილეები, სწავლებას მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში გაეცნენ. მათ კრიზისებზე რეაგირებისა და მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ორგანიზების საკითხები განიხილეს და სწავლების პროცესი დადებითად შეაფასეს.ტრენინგი მიზნად რესურსების ეფექტიანად გადანაწილებასა და კრიზისებზე რეაგირებას ისახავს. ქართულ-ამერიკული სწავლება სიმულაციური სცენარის მიხედვით  მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი