უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის 79 შეტევა მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი

24 მარტი 2023, 10:05 495 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 5 მიმართულებით მოწინააღმდეგის 79-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გასული დღის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა 37 საჰაერო და 4 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.

„რუსულ ძალებს ბახმუტზე შტურმი არ შეუწყვეტიათ. მტერი ძირითად ძალისხმევას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკას, მარინკასა და შახტიორსკის მიმართულებებზე შეტევითი ოპერაციების წარმოებაზე მიმართავს. პროფესიული და კარგად კოორდინირებული მოქმედებების წყალობით, ჩვენმა დამცველებმა მტრის 79-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს“, - აცხადებენ გენშტაბში.

გენშტაბის ინფორმაციით, საპასუხოდ, უკრაინულმა ავიაციამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში 12 დარტყმა მიაყენა ოკუპანტების პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ტერიტორიებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში