ჩუტყვავილით ინფიცირების კუთხით ვითარება დასტაბილურდა - თამარ გაბუნია

24 მარტი 2023, 10:04 600 ნახვა

ნოემბრიდან დაიწყო ჩუტყვავილით ინფიცირების შემთხვევების მატება, უჩვეულო მატება გვქონდა, ახლა ვითარება დასტაბილურდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე განმარტებით, მცირე ასაკის ბავშვებში ჩუტყვავილა მსუბუქად მიმდინარეობს, ხოლო თუ პირს ის მოზრდილ ასაკში განუვითარდება, აქ მეტი ყურადღებაა საჭირო.

"ზოგადად, ჩუტყვავილას გარკვეული წლიური ციკლურობა ახასიათებს. ერთი წელი დაბალი მაჩვენებლით ხასიათდება, მომდევნო წელი კი შეიძლება ძალიან მაღალი მაჩვენებელი იყოს.

ქვეყანაში გასული წლის ნოემბრის თვეში დაიწყო ჩუტყვავილით ინფიცირების შემთხვევების მატება. უჩვეულო მატება იყო, იმაზე მეტი იყო, ვიდრე მთელი წლის განმავლობაში. ახლა ვითარება დასტაბილურდა. ველით, რომ შემთხვევები დაიკლებს. ვირუსით ინფიცირებულთა უმრავლესობაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს.

ზოგადად, ჩუტყვავილა მცირე ასაკის ბავშვებში მსუბუქად მიმდინარეობს, საყურადღებოა ის, ვისაც რაიმე სხვა თანმხლები დაავადებაა აქვს. ამიტომ, იმ შემთხვევაში, თუ ჩუტყვავილა განვითარდა, ექიმის ჩარევა აუცილებელია, შეიძლება პირს ანტივირუსული მკურნალობაც დასჭირდეს. ამასთან, თუ ბავშვს ჩუტყვავილა აქვს, არ უნდა იყოს სხვა ბავშვებთან კონტაქტში. საშიში აქ არაფერია, მთავარია ბავშვი მშვიდად იყოს, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდეს. პაციენტების უმეტეს ნაწილში მსუბუქი მიმდინარეობა აქვს. თუ მოზრდილ ასაკში განვითარდა ჩუტყვავილა, აქ მეტი ყურადღებაა საჭირო“, - აღნიშნავს თამარ გაბუნია „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი