რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე შესაძლო თავის არიდება, უნდა თუ არა ფინანსთა სამინისტროს მოქმედ ხელმძღვანელს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა და ინფლაცია-ეს იყო ძირითადი შეკითხვები, რომლებზეც პასუხები დღეს ოპოზიციამ მოითხოვა ანგარიშის ჩასაბარებლად პარლამენტში მისული ფინანსთა მინისტრისგან. კითხვა-პასუხის ფორმატის დროს აქტიურობდა ოპოზიცია , თუმცა მხოლოდ ერთი ნაწილი, რადგან სხვები ბოიკოტის რეჟიმში არიან. ლაშა ხუციშვილმა დღეს კანონმდებლებს მისივე უწყების ანგარიში ჩააბარა. რითი იწონებს თავს სამინისტრო? მინისტრის საათი პარლამენტში.