ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ მთავრობა და ხელისუფლება არის დაინტერესებული საქართველოს ჰქონდეს ყველაზე თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი, დამოუკიდებელი და საინტერესო საზოგადოებრივი მაუწყებელი, - ეს განცხადება პრემიერმა დღეს მთავრობის სხდომაზე გააკეთა. პრემიერი საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და განმარტა, რომ მთავრობა მიესალმება საზოგადოებრივ მაუწყებელში დაწყებულ პროცესს.