ჩინეთის სამშვიდობო გეგმის ბევრი პუნქტი შეიძლება გახდეს უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების საფუძველი, როცა დასავლეთი და კიევი მზად იქნებიან ამისთვის - ვლადიმერ პუტინი

21 მარტი 2023, 21:41 834 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ჩინეთის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო გეგმა უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების საფუძველი შეიძლება გახდეს.

ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა მოსკოვში, ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

“რა თქმა უნდა, უკრაინის გარშემო სიტუაციაც არ დავტოვეთ ყურადღების მიღმა. ვთვლით, რომ ჩინეთის მიერ წარდგენილი სამშვიდობო გეგმის ბევრი პირობა ემთხვევა რუსეთის მიდგომებს და სამშვიდობო დარეგულირების საფუძვლად შეიძლება იყოს აღებული, როდესაც ამისთვის დასავლეთში და კიევში იქნებიან მზად. თუმცა, მათი მხრიდან ასეთ მზაობას ჯერ ვერ ვხედავთ”, - განაცხადა პუტინმა.

თავის მხრივ, ჩინეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ პეკინი “უკრაინის სიტუაციაში” მშვიდობასა და დიალოგს უჭერს მხარს.

ცნობისთვის, თებერვალში ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ე.წ. “სამშვიდობო გეგმა” წარადგინა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დარეგულირების საკუთარი იდეებით.

გამოქვეყნებული დოკუმენტი 12 პუნქტისგან შედგება: ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემა; “ცივი ომის მენტალიტეტზე” უარი თქმა; სამხედრო ქმედებების შეწყვეტა; სამშვიდობო მოლაპარაკებების აღდგენა; ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარება; სამოქალაქო მოსახლეობისა და ომის ტყვეების დაცვა; ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სტრატეგიული რისკების შემცირება; მარცვლეულის ექსპორტისთვის ხელშეწყობა; “ცალმხრივი სანქციების” შეწყვეტა; სამრეწველო ჯაჭვებისა და მიწოდების ჯაჭვების მხარდაჭერა; ომისშემდგომი აღდგენის ხელშეწყობა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი