იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა უკრაინაში ჩავიდა. ის მოლაპარაკებებს გამართავს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
იაპონიის მთავრობისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლების თქმით, კიშიდა უკრაინაში ინდოეთიდან ჩავიდა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა უკრაინაში გაემგზავრა.
ფუმიო კიშიდამ უკრაინაში რუსეთის შეჭრას ისტორიაში გარდამტეხი მომენტი უწოდა. იაპონიის პრემიერის ვიზიტი უკრაინაში მისი უსაფრთხოების გამო არ გასაჯაროვდა.