ვინ ტოვებს „ქართულ ოცნებას“? - პოლიტიკური შეფასებები

20 მარტი 2023, 15:29 701 ნახვა

,,ქართული ოცნებიდან“  დეპუტატები მიდიან. პირველი, ვინც მანდატის დატოვება გადაწყვიტა და ამაზე საჯაროდაც ისაუბრა ვლადიმერ  ჩაჩიბაია იყო.  მას მოჰყვა ირაკლი კოვზანაძე, რომელმაც საპროცედურო საკითხთა კომიტეტს უკვე აცნობა გადაწყვეტილება. ორივე ახლა პოლიტიკური ვერდიქტის მოლოდინშია.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩაჩიბაია-კოვძანაძის გზას კიდევ რამდენიმე დეპუტატი დაადგება, ისინი, ვინც ე.წ-ლი ,,აგენტების შესახებ“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. ეს რაც მოვლენების კვალდაკვალ განვითარდა.   

ჩაჩიბაიამ თავად ისაუბრა წასვლის მიზეზზე, ახსენა კიდეც ხმაურიანი კანონპროექტი, კოვზანაძის შემთხვევაში კი შალვა პაპუაშვილმა გააკეთა განმარტება, რომელმაც თქვა, რომ ყოფილი თანაგუნდელი ბიზნესში მიდის.  

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი