პრემიერ-მინისტრი განათლების ახალ მინისტრს წარადგენს

20 მარტი 2023, 12:03 614 ნახვა

მინისტრის თანამდებობაზე ორჯერ დანიშნული მიხეილ ჩხენკელი თანამდებობას ტოვებს. საკადრო ცვლილებას რამდენიმე საათში  ოფიციალურად დაადასტურებს პრემიერ-მინისტრი, რომლის გადაწყვეტილებითვე, სავარაუდოდ, ჩხენკელს, გიორგი ამილახვარი ჩაანაცვლებს,  რომელიც  პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს  ხელმძღვანელობს. 

აქვე გაგახსენებთ, რომ  მოსალოდნელ საკადრო ცვლილებას წინ უძღოდა  ე.წ-ლი ,,აგენტების შესახებ“  კანონპროექტის ჩაგდება, საპროტესტო აქციაზე გამოვიდა  არაერთი  უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი, რომლის შემდეგაც მალევე დაიწყო საუბარი პოლიტიკურ კულუარებში იმაზე, რომ მიხეილ  ჩხენკელი თანამდებობას დატოვებდა.    

აქვე გეტყვით, რომ საპარლამენტო მანდატის გეგმავს ვლადიმერ ჩაჩიბაია, რომელმაც  კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი