პარლამენტში დეოლიგარქიზაციისა და საერთო სასამართლოების კანონპროექტების განხილვა მიმდინარე კვირაში უნდა განახლდეს. ვენეციის კომისიის შემდეგ კანონმდებლები ეუთო/ოდირის დასკვნას ელოდებიან.
ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ ”ქართული ოცნება” რეკომენდაციებს საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნის შესაბამისად არ ასრულებს.
მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ოპოზიციის დღის წესრიგში არ ყოფილა. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ კანონი უკრაინულის ანალოგია, რომელიც მოწონებულია ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ.