"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან პოლონელი ექიმების ჯგუფს შესვლის უფლება მისცენ.
პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, „ნაციონალურ მოძრაობას“ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს.
მისივე განცხადებით ევროკავშირმა შექმნა პოლონელი ექიმებით დაკომპლექტებული ჯგუფი, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შეამოწმონ.