საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მზად არის, სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს უახლოეს დღეებში შეხვდეს. ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"მზად ვარ, სახალხო დამცველს შევხვდე უახლოეს დღეებში. სასურველია, შაბათ-კვირას. მადლობა გამოთქმული სურვილისთვის“,- აღნიშნულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ფეისბუქსტატუსში.
რამდენიმე დღის წინ, სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ აპირებს, შეხვდეს კონსილიუმის წევრებს და სურვილის შემთხვევაში, მოინახულებს მიხეილ სააკაშვილს.