ფრაქცია ''ლელოს'' ინფორმაციით, პარლამენტის აპარატის წევრებმა დეპუტატებს ალექსანდრე ქოჩიაშვილის წიგნი სახელწოდებით "ლუციფერის მხილება" დაურიგეს, რომელიც ოპოზიციონერი დეპუტატის ლანა გალდავას ინფორმაციით, პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის, შეერთებული შტატების კრიტიკას ემსახურება და ზუსტად იმეორებს ქართული ოცნების დეპუტატების განცხადებებს.
''ლელოს'' საპარლამენტო მდივნის თქმით, წიგნი პარლამენტში დიდი ტირაჟით არის შეტანილი და გამომცემელი მითითებული არ არის.