დებატები ევროპარლამენტში

15 მარტი 2023, 12:08 655 ნახვა

,,ქართველი ხალხი ძალიან არ ჰგავს თავის ხელისუფლებას. ყველა გამოვიდა ქუჩაში, რათა მათი ხმა გაეგონათ თბილისში, ბრიუსელში და განსაკუთრებით, მოსკოვში”, - თქვა გერმანელმა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა, სადაც დეპუტატები წინა კვირაში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აფასებდნენ. 

12 პრიორიტეტის შესრულება ერთადერთი გზაა ქვეყნისთვის, რომ მის მიერ არჩეულ ევროპულ გზაზე წინ წაიწიოს და ეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის შესასრულებელია  - ამ შინაარსის განცხადებები ისმოდა  ევროპარლამენტში გამართულ  დებატებზე.  

კიდევ ერთი ევროპელი კანონმდებელი  ანდრიუს კუბილიუსი კი ფიქრობს, რომ   ევროკავშირში გაწევრიანება უნდა ქართველ ხალხს, მაგრამ არა - ხელისუფლებას.  მისი  დაკვირვებით  ამიტომაც  განგებ ქმნის ახალ-ახალ პრობლემებს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე.  განცხადებები გაკეთდა ე.წ-ულ  რუსულ კანონთან დაკავშირებითაც. არაერთმა ევროპარლამენტარმა მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას.

ევროპელი კანონმდებლების  განცხადებით, მთავრობის   მხრიდან ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი იყო პროვოკაცია.  კანონპროექტების გაწვევა კი  გამამხნევებელი და პოზიტიური ნიშანი.         

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი