ევროპარლამენტარების გამოხმაურება

13 მარტი 2023, 11:31 539 ნახვა

„ეს არის აბსოლუტური სიცრუე და ეს პრემიერ-მინისტრმაც იცის. რატომ უნდა გვინდოდეს საქართველოში ომი? არ გვინდა და მათ ეს იციან, - ასე პასუხობს  ყოფილი ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებას, სადაც  ამბობს, რომ  ევროპარლამენტარებს საქართველოს ომში ჩათრევა სურს. 

„რატომ ითხოვს “ქართული ოცნება” დამარცხებულ, ტერორისტულ სახელმწიფო რუსეთის მხარეს ყოფნას?“ - წერს ყოფილი კონგრესმენი ტვიტერზე.  სად ნახა ირაკლი ღარიბაშვილმა რიცხვი 100? ეს ჩემთვის ახალია. მაინტერესებს წყაროს ნახვა, გთხოვთ,   ეს ტვიტი კი ევროპარლამენტარ   ვიოლა ფონ კრამონს ეკუთვნის,  მან  საქართველოს პრემიერ-მინისტრს  უპასუხა  იმ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც პრემიერმა განაცხადა,, რომ კორუფციულ სკანდალში 100 ევროპარლამენტარია გახვეული. „საკმაოდ საინტერესოა, რომ ამ ევროპარლამენტარების უმეტესობა სოციალისტების და დემოკრატების ჯგუფიდან არის, რომელიც "ქართული ოცნების" პარტნიორი პარტიაა“ - წერს ევროპარლამენტარი „ტვიტერზე“. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი