დღეს "ნაპოლი" საკუთარ მოედანზე "ატალანტას" უმასპინძლებს

11 მარტი 2023, 11:08 907 ნახვა

დღეს იტალიის სერია A-ს 26-ე ტურის შეხვედრაში "ნაპოლი" საკუთარ მოედანზე "ატალანტას" უმასპინძლებს.

ამ დროისთვის ნეაპოლელები 65 ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობენ, ხოლო "ატალანტას" 42 ქულა აქვს და მე-6 პოზიციას იკავებს.
პირველ წრეში ამ გუნდებს შორის გამართული მატჩი სპალეტის გუნდის გამარჯვებით 1:2 დასრულდა.

"ნაპოლისა" და "ატალანტას" დაპირისპირება "სტადიო დიეგო მარადონაზე" თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ რომ გუშინ ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს თებერვალის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ქართველმა ფეხბურთელმა ეს ჯილდო მიმდინარე სეზონში აგვისტოს შემდეგ მეორედ მოიპოვა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში