ევროპარლამენტარები კანონპროექტის გაწვევას მიესალმებიან. ამ დრამის თავიდან აცილება შეიძლებოდა, უმრავლესობას რომ მოესმინა ქართველი ხალხისა და მეგობრებისთვის, - წერს ტვიტერზე ვიოლა ფონ კრამონი. მისი თქმით, ხალხის ხმის გაჩუმება შეუძლებელია, თავისუფლებისა და ევროპული ფასეულობებისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ევროპარლამენტარი საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებისკენ მოუწოდებს.
„საქართველოს მთავრობავ, ფოკუსირდით 12 პუნქტზე, შეწყვიტეთ ხრიკები, შეწყვიტეთ კანდიდატის სტატუსის მიღების გზისთვის საფრთხის შექმნა, შეწყვიტეთ ქვეყნის მომავლის ჩამშლელი საქმიანობა. ევროპის გული საქართველოში გააგრძელებს ცემას!“- წერს ფონ კრამონი.
კოლეგის პოზიციას იზიარებს ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი. მივესალმები ამ ამბავს, მაგრამ ნამდვილად იყო ეს ყველაფერი საჭირო? ღირდა ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის დაზიანებად და საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზებად?- წერს იგი ტვიტერზე და აღნიშნავს, რომ „ერთადერთი რადიკალური ძალა და ტყუილების ერთადერთი მანქანა ამ საზიანო ეპიზოდში მმართველი პარტია აღმოჩნდა.“ „საქართველოს კვლავ შეუძლია, ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს ევროკავშირის გზაზე“, – ასე გამოეხმაურა ფაქტს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი.
ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ სადავო კანონის გაწვევის თაობაზე მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას მიესალმება.