ჩვენ ქართველ ხალხთან და მის მისწრაფებებთან ვდგავართ - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ბრიფინგზე განაცხადა.
ნედ პრაისმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება, ისევე როგორც ყველა ხელისუფლება მსოფლიოს მასშტაბით, ასახავს მათი ხალხის მისწრაფებებს.
„მშვიდობიანი პროტესტი უნივერსალური უფლებაა, გამოხატვის თავისუფლება უნივერსალური უფლებაა. ყოველთვის მათ გვერდით ვდგავართ, ვინც მშვიდობიანად იყენებს მის უნივერსალურ უფლებებს“ - აცხადებს პრაისი.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი ამბობს,რომ აშშ საქართველოს პარტნიორია ათწლეულების განმავლობაში და დაეხმარა საქართველოს მისულიყო ახლად მოპოვებული დამოუკიდებლობიდან დემოკრატიის კონსოლიდირებამდე. გვსურს ვიყოთ იმ პოზიციაში, რომ შეგვეძლოს ამის გაგრძელება - თქვა ნედ პრაისმა.