სპეცრაზმი წყლის ჭავლის ორ მანქანასთან ერთად ჭიჭინაძის ქუჩიდან რუსთაველის გამზირისკენ დაიძრა.
აქციის მონაწილეები ამ დროისთვის სწორედ რუსთაველის გამზირზე არიან განლაგებული, რადგან სპეცრაზმმა ისინი უკვე დაშალა პარლამენტის სხვა შესასვლელებთან.
ამასთან, ე.წ. რობოკოპები განლაგებულები არიან 9 აპრილის ქუჩაზე.
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე არიან დაშავებულები.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები და ისინი დაშავებულებს უწევენ დახმარებას.