ვენეციის კომისიამ დაადასტურა "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტების - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და "უცხოური აგენტის აქტის რეგისტრაციის შესახებ" მიღება. ამის შესახებ ინფორმაცია ვენეციის კომისიის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
„2023 წლის 8 მარტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიას თხოვნით მიმართა, განიხილოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა” და უცხოური აგენტების რეგისტრაციის” შესახებ კანონპროექტი“, – ნათქვამია ვენეციის კომისიის ინფორმაციაში.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადების თხოვნით მიმართა.