სტუდენტების გამოსვლა ბათუმში

08 მარტი 2023, 17:40 732 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები უნივერსიტეტთან საპროტესტო აქციას მართავენ სახელწოდებით “არა რუსულ კანონს“. სტუდენტებს უნივერსიტეტის პროფესორთა ნაწილი შეუერთდა. აქციის მონაწილეები ე.წ. “უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან. აცხადებენ, რომ მისი მიღებით ევროინტეგრაციასა და ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხე ექმნება. მათი თქმით, სწორედ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით და საგრანტო პროექტებით საგანმანათლებლო სფეროში არაერთი გაცვლითი პროგრამა განხორციელდა.  სტუდენტები უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მოუწოდებენ კანონპროექტთან დაკავშირებით  ღიად დააფიქსირონ პოზიცია. ახლად შექმნილი სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი “ბსუ ევროპისკენ“ 19 საათზე ევროპის მოედანზე დაგეგმილ აქციას მსვლელობით შეუერთდება.    

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი